logo
ENG


იუკნევიჩიენე: EU-მ გააღო ფანჯარა - არავის სურს, საქართველო პუტინის გავლენის ქვეშ დარჩეს
  • 516ნახვები

ევროკავშირმა გააღო ფანჯარა ამ ძალიან კარგი, ლამაზი ქვეყნისთვის. ჩვენ პირველ რიგში, მოსახლეობაზე ვფიქრობდით. რა თქმა უნდა, საკმარისი არაა ის, რაც ოცნებამ გააკეთა, ყველამ კარგად იცის, რომ პროგრესი არ იყო საკმარისი, მაგრამ მეორე მხრივ, არავის სურს, რომ საქართველო დარჩეს ლავროვის ან პუტინის გავლენის ქვეშ. ეს შეშფოთება მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ღიაა. თუ თქვენ ამ შანსს დაკარგავთ და ამ შანსს ვერ გამოიყენებთ, მე მეშინია, რომ სიტუაცია იქნება საკმაოდ ცუდი და შემდეგი შანსი მალე არ მოგეცემათ.

თქვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. [სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა