logo
ENG


პაპუაშვილი: სასურველია, თუ EU-ს NATO-ც მიბაძავს და გაწევრების ცხად კრიტერიუმს შემოგვთავაზებს
  • 232ნახვები

საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე არავის ეჯიბრება, რის წარმოჩენასაც ესოდენ დაბეჯითებით, მაგრამ ამაოდ ცდილობს ოპოზიცია. ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, დღესაც საქართველო ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა. სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს NATO-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს, რომლის შესრულებაც ჩვენს ქვეყანას ისევე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშის წარდგენის დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა