logo
ENG


ფოტიგა: ოლიგარქის დავალებით მიიღეს რუსული სტილის კანონი, მოქმედებენ ხალხის ნების წინააღმდეგ
ანა ფოტიგა
14 მაი, 2024 19:31
ფოტიგა: ოლიგარქის დავალებით მიიღეს რუსული სტილის კანონი, მოქმედებენ ხალხის ნების წინააღმდეგ
  • 170ნახვები

ძალიან ცუდი სიახლე გავიგეთ დღეს საქართველოდან. ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დავალებით საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქართულ საზოგადოებას დაუწესოს რუსული სტილის კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ. ისინი ნათლად მოქმედებენ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეს კანონი იმისთვის, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს პროდასავლურ და ევრო-ატლანტიკურ გზას. ჩვენ ისევ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ თქვენ გზაზე დასავლური სტრუქტურებისკენ. შეინარჩუნეთ თქვენი გამბედაობა და გქონდეთ იმედი, რათა მიაღწიოთ თქვენს დიდებულ მიზნებს

 

განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ვიდეო მიმართვაში, რომელიც მან X-ს საკუთარ გვერდზე გაავრცელა

ქართულმა ოცნებამ საზოგადოებრივი პროტესტისა და დასავლეთის კრიტიკის მიუხედავად დღეს რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. 

 

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა