logo
ENG


მარგველაშვილი: არჩევნებამდე ისეთ მდგომარეობაში მივალთ, ოცნებას ოჯახი არ მისცემს ხმას
  • 364ნახვები

ორი სტრატეგიული მიზანი არსებობს ახლა - პირველი, ამათ არ ავარევინოთ, არ მოვაწყობინოთ რამე ტიპის ძალადობა, სულ პროვოკაციაზე არიან და ამათ უნდა არევა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არ ავარევინოთ და მეორე, არ შევიდეთ მოლარაპარაკებებში, ეს ორი რამ არის მნიშვნელოვანი, გავაგრძელოთ ეს წინააღმდეგობა.

ეს წინააღმდეგობა დროში გადათარგმნილი გააკეთებს იმას, რომ ჩვენ საბოლოოდ მივალთ არჩევნებამდე ისეთ მდგომარეობაში, რომ ამათ ოჯახის წევრები არ მისცემენ ხმას ისე, როგორც კომუნისტური პარტიის წევრებს ოჯახის წევრები არ აძლევდნენ ხმას 90 წლის არჩევნებზე. აი, აქ მივალთ. ოღონდ, არ ავარევინოთ და არ შევიდეთ მოლაპარაკებებში, ეს შუა გზა უნდა დავიკავოთ.

ამბობს ფორმულასთან საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა