logo
ENG


ბოკუჩავა ვენეციის კომისიაზე: ევროპის მთავარი ვერდიქტი ასახავს ქართველი ხალხის ნებას
  • 158ნახვები

ვენეციის კომისია ამბობს, რომ რუსული კანონი არ აკმაყოფილებს ლეგალურობის, ლეგიტიმურობის, განჭვრეტადობის, აუცილებლობის და პროპორციულობის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ის ამბობს, რომ რუსული კანონი ზღუდავს გამოხატვის, შეკრების და პირადი ცხოვრების თავისუფლებას, რაც დაცულია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით და სხვა ევროპული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით. ის ამბობს, რომ რუსული კანონის შინაარსიც და მისი მიღების ფორმაც არის ანტიდემოკრატიული და შესაბამისად ანტიევროპული, ის პირდაპირ პარალელს ავლებს კრემლის კანონთან და ამბობს, რომ ამერიკულ კანონთან არაფერი აქვს საერთო აღნიშნულ კანონს, არაფერი აქვს საერთო რუსულ კანონს არც ნებისმიერი სხვა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობასთან.

და ბოლოს, ვენეციის კომისია ღიად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რუსული კანონი მისი ფუნდამენტური და შესაბამისად გამოუსწორებელი ნაკლოვანებების გამო. ამით ევროპის მთავარი ვერდიქტი რუსულ კანონზე, რომელიც უმაღლესი რანგის სამართლებრივი არგუმენტებით არის გამყარებული, ასახავს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და პრეზიდენტის ვეტოს ლოგიკას და ამბობს, რომ ეს კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება და გამოსავალი მხოლოდ მისი გაუქმებაა, მოცემულ მომენტში კი პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება და კანონის მოქმედების დაუშვებლობა.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკიჩავა რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას ეხმაურება.



ასევე ნახეთ
close დახურვა