ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები რობოტები კი არ ვართ. ჩეულებრივი ადამიანები ვართ ჩვენ. გასული წლის გაყალბებული არჩვენების შემდეგ, სერიოზული პოლიტიკური ძვრები იყო ამ ქვეყანაში, როგორც ქართულ ოცნებაში ისე ოპოზიციის ფლანგზე. ბევრი ცვლილება მოხდა - ჩემი პარტია გაიყო ორ ნაწილად და მე და ჩემს მეგობრებს ნულიდან დავიწყეთ რაღაცების კეთება, ენმ დატოვა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ლიდერებმა, დროა საერთოდ ახალი პარტიაა, ევროპული საქართველოდან წავიდა ბევრი ადამიანი. იმის გამო, რომ მძიმე და რთული პოლიტიკური პროცესები მიდიოდა, სხვადასხვა ადამიანებმა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური ნაბიჯები გადადგეს. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ძალიან რთული პროცესები გვაქვს გავლილი და საბოლოო ჯამში, მაინც მოვახერხეთ და მივედით ბევრ მნიშვნელოვან შეთანხმებამდე.
არავინ არ ამბობს დღეს, რომ მთებს გადავდგამთ, მაგრამ ჩვენ ვართ იმ კონდიციაში, რომ ზუსტად ვიცით, საით უნდა წავიდეს ქვეყანა და მზად ვართ, ჩვენს თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა. ეს არის ის, რატომაც უნდა დაგვიჭირონ მხარი. ამის გამო უნდა გვენდოს, რომ მეტი არავინ არ არის. ამ ქვეყანაში რამის შეცვლა თუ გინდა ჩვენ ვართ, სხვა არავინ არ არის, ვერც ვერავინ გაჩნდება და ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც მთავარ დაკვეთას ვასრულებთ, რომ ამ ქვეყანაში მომავალში არ იყოს ერთი კაცის ან ერთი პარტიის ხელში ძალაუფლება დ აღარ წავიდეთ იმ მანკიერ წრეზე, რაზეც უკვე ათასჯერ მოვიტეხეთ ცხვირი. ამის გამო უნდა გვენდონ ჩვენ.
თქვა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, მესტიის საკრებულოს სიის პირველი ნომერმა ზურა ჯაფარიძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.