logo
ENG


დეგნანი ფრენებზე: რუსების კომფორტისთვისაა, ვისაც ჩამოსვლა სურთ, არა ქართველებისთვის
კელი დეგნანი
19 მაი, 2023 12:01
დეგნანი ფრენებზე: რუსების კომფორტისთვისაა, ვისაც ჩამოსვლა სურთ, არა ქართველებისთვის
  • 472ნახვები

მე მესმის, რატომაა ქართველი ხალხი შეშფოთებული ამასთან დაკავშირებით. ეს არ ეხება ქართველების დასანქცირებას. უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ მხოლოდ დაახლოებით 130 000 ქართველი ცხოვრობს რუსეთში და მათი უმეტესობა ან ორმაგი რუსეთ-საქართველოს მოქალაქეა ან თუ მათ რუსეთის დატოვება სურდათ შარშან უკვე დატოვეს. სინამდვილეში ეს ეხება იმ, შესაძლოა, მილიონ რუსეთის მოქალაქეს, ვისაც სურს საქართველოში ჩამოსვლა. ეს უმეტესწილად რუსების კომფორტისთვისაა, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა სურთ და არა ქართველებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, გასაგებია, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული. ხალხს სურს უკეთ გაიგოს, ეს რა დაუჯდება საქართველოს. თუ რუსეთის მხრიდან იქნება დამატებითი ნაბიჯები საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობისთვის, მაშინ, როცა რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, კვლავ დაკავებული ჰყავს 8 საქართველოს მოქალაქე სამხრეთ ოსეთში, კვლავ წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ ჰყავს ეს ქვეყანა და პარალელურად თავს ესხმის და ბომბავს უკრაინას. ვფიქრობ, სამართლიანია, რომ ქართველები შეშფოთებულები არიან.

განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა