logo
ENG


გომელაური: ზელენსკიც იძახდა, NATO-ს გულიზე ომს დავიწყებთო - ვითომ, პირველად თქვა პრემიერმა
  • 770ნახვები

 ვინც რა თქვა საერთაშორისო პარტნიორებმა, მე არ ვიცი, არ მიყურებია, ნამდვილად, თუმცა არიან საერთაშორისო პარტნიორები ამოფარებული, ასე ვთქვათ,  ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ, თუმცა ხშირად გვლანძღავენ ხოლმე.

რაც ილაპარაკა, რა თქმა უნდა, ვუსმინე ბატონ პრემიერმინისტრს, ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს ახალი არ იყო, მე მგონი, პირველად არავის გაუჟღერებია, თვით ბატონი ზელენსკიც იძახდა მაგას, რომ NATO-ს გულიზე ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკან - ეს ვითომ, პირველად თქვა ბატონმა ირაკლიმ, ასეთი რაღაც შეფუთეს, სამწუხაროდ. ეს არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს, დიდი სახელმწიფოს ლიდერებს და გაიმეორა იგივე ბატონმა პრემიერმა და სიმართლე თქვა, რასაც იმეორებდნენ სხვები, დიდი ლიდერები, მათ შორის, ბატონი ზელენსკი.

ახალი რა გაიგონეთ მაგაში არ ვიცი. ცოტა ჭიანჭველასგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ეს ოპოზიცია და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც.

განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში გაკეთებულ განაცხადებთან დაკავირებით. საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ "უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო".

 


ასევე ნახეთ
close დახურვა