ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობას გამიზნულად უხანგრძლივებენ - აქტივისტის ოჯახის და ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლების მართული სასამართლო განზრახ აჭიანურებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გადაცემას. ეს კი პრეზიდენტის შეწყალებას აფერხებს. განაჩენიდან 6 დღე გავიდა და დაცვის მხარეს არ ჩაჰბარებია საჭირო დოკუმენტაცია.