logo
ENG



ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაშავდა 14 ადამიანი

02 მაი 202409:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/02/658f0qdzxi3szsf.png

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიას, ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ კიპერი ავრცელებს.

კიპერის თქმით, თავდასხმის დროს დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სხვადასხვა ლოკაციაზე იყო ხანძარი.

ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, მხოლოდ ერთი ადამიანი გადაიყვანეს კლინიკაში - მიდი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.


close დახურვა