logo
ENG



ბრიტანეთის საელჩო: მოქალაქეები მკაფიოდ აფიქსირებენ სურვილს - მათი ხმა გაგონილი უნდა იყოს

02 მაი 202412:34
3 წუთის საკითხავი
 
ბრიტანეთის საელჩო: მოქალაქეები მკაფიოდ აფიქსირებენ სურვილს - მათი ხმა გაგონილი უნდა იყოს
ზაქარია მურმანიშვილი/ფორმულა

ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

"ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს გახდნენ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული"- ნათქვამია განცხადებაში.

 

***

ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს გუშინ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. სხდომის პარალელურად რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა.

ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს იყენებს. გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე 11 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 8 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. 


close დახურვა