logo
ENG

არჩილ თალაკვაძე არჩევნებზე: მზად ვართ განვიხილოთ 100/50 მოდელი

16 თებ 202012:00
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2020 წლის საარჩევნო მოდელზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ამერიკელ კოლეგებსა და ოპოზიციონერ ლიდერებს საკუთარი მოდელი წარუდგინა. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, 2020 წელს არჩევნები 100/50 პროპორციით გაიმართება, 2024 წლისთვის კი საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ დათანხმდება, მომავალი არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონით ჩატარდება.

"ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა ჩვენს პარტნიორთან, აშშ-სთან. კონგრესსა და პარლამენტს შორის მართლაც იყო წყვეტა კომუნიკაციაში და ეს გამოიხატა იმაში, რომ ჩვენმა გუნდელებმა, ვინც საგარეო პოლიტიკაზე იყო პასუხისმგებელი, დატოვეს უმრავლესობა. დღეს კი ეს არხები უკვე აღდგენილია. აშშ და ქართული ოცნება მხარს უჭერს დიალოგს. ჩვენ ამერიკელ კოლეგებსაც და ოპოზიციას ვუთხარით, რომ მზად ვართ განვიხილოთ 100/50 მოდელი მხოლოდ ერთ წელს, შემდეგ კი მოხდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა",-აღნიშნა თალაკვაძემ. 


close დახურვა