logo
ENG

გაძლევთ გარანტიას, რომ 1 წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება - მერაბიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა

20 თებ 202010:06
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ის პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება და "ქართული ოცნების" გადაყენებაში მონაწილეობას მიიღებს. 

"ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში. კმაყოფილი ვარ რომ არ წავედი კომპრომისზე და რაც მთავარია არ წავედი კომპრომისზე საკუთარი თავის მიმართ. ყველა ახლობელს და გულშემატკივარს მინდა მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, იმედი, ენერგია და რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოსცილდეს. გაძლევთ გარანტიას, რომ 1 წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ამის გაკეთება არის აუცილებელი და ამას აუცილებლად გავაკეთებ. ეს აუცილებელია იმისთვის რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

 

 

 


close დახურვა