logo
ENG

პრეზიდენტი: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი, არც პოტენციალი, რომ დავიპყროთ რეგიონი

10 დეკ 201916:13
3 წუთის საკითხავი
clock 1905
ui0iuqo6iqvx9e7.jpg

არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი, არც პოტენციალი, რომ დავიპყროთ რეგიონი, მაგრამ გავქვს ცოდნა, მეცნიერება კულტურა,-ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ათონელის რეზიდენციაში  ქართული ენისა და კულტურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.  მან ქართული ენის დაცვის მიზნით აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა.

მისი განცხადებით, საქართველო არის, იყო და იქნება კავკასიის კულტურული და მეცნიერული კერა და ცენტრი.

არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ... გლობალიზაციის პერიოდში არ შეიძლება, რომ დავიკარგოთ. გვაქვს ძალიან დიდი კულტურული და მეცნიერული საუნჯე, რომელიც უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ. ამ პროცესში ყველა აქ მყოფი ადამიანი მონაწილე ხართ ამ ძალიან დიდი საქმის და ჩვენ ჩვენი ძალები უნდა შევაერთოთ. გთავაზობთ პლატფორმას იმისათვის, რომ ეს ძალები შევაჯეროთ და ერთად გავძლიერდეთ. ჩვენ ვართ, ვიყავით და ვიქნებით ყოველთვის კავკასიის კულტურული და მეცნიერული კერა და ცენტრი. ეს ჩვენ თავებს უნდა დავაჯეროთ რადგან ზოგჯერ ესეც გვავიწყდება. რაღაცა დაკომპლექსებული ერი გავხდით, როცა გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


close დახურვა