logo
ENG



"ამაშუკელმა დამარქვა თრიალეთის კოდალა" - ელისაშვილმა პარტიის ახალი სიმბოლო წარადგინა

13 აგვ 202122:38
3 წუთის საკითხავი
 
"ამაშუკელმა დამარქვა თრიალეთის კოდალა" - ელისაშვილმა პარტიის ახალი სიმბოლო წარადგინა

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვისას პარტიის ახალ სიმბოლო - კოდალა წარადგინა. როგორც ელისაშვილმა თქვა, რამდენიმე წლის წინ რეზო ამაშუკელმა მას "თრიალეთის კოდალა" შეარქვა, რაც შემდგომში გახდა ინსპირაციის წყაროც.

"მინდა გულითადი მადლობა ვუთხრა რეზო ამაშუკელს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დამარქვა თრიალეთის კოდალა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვფიქრობდი, რომ არსებობდა ასეთი ჯიშის კოდალა, მარტო თრიალეთზე გავრცელებული, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება, ქართლელი რომ ვარ, ამიტომ დამარქვა. ყოველ შემთხვევაში ახლა გასაგებია ინსპირაცია რაც იყო – ცხვირი. ამ ცხვირზე მილიონი მეტსახელი მაქვს და სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ეს მომწონს. თანდათან ხუმრობა-ხუმრობაში ჩვენთან, პარტიაში ახალი პარტიული სიმბოლოც გამოიკვეთა, კოდალა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი, საქმიანი და საჭირო ფრინველი.

გარდა იმისა, რომ იმასაც დიდი ცხვირი აქვს და უკაკუნებს, არის ძალიან მშრომელი, არის ძალიან ტვინის ბურღი და რაც მთავარია, ძალიან კეთილ საქმეს ეწევა ტყეში. ის დაავადებულ ხეებს აცლის ჭიებს, მატლებს, მოკლედ სანიტარია ტყის. გარდა იმისა, რომ მე ძალიან დიდი ცხვირი მაქვს, კოდალასი არ იყოს, აი, ეგეთი მშრომელი და ტვინის ბურღი ხალხი ვართ პარტიაში შეკრებილები და გვინდა, რომ ყველას გავუბურღოთ ტვინი, ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც, რომ საქმე გავაკეთოთ", - თქვა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილია ამბობს, თვითმმართველობის არჩევნებზე ქალაქის პრობლემებზე უნდა ისაუბრონ. პარტია მოქალაქეები გეგმავს, თბილისში ბანერები გამოაკრას სადაც მერობის ძირითად ორ კანდიდატს - კახა კალაძესა და ნიკა მელიას სხვადასხვა საკითხზე მიმართავენ. 


close დახურვა