logo
ENG



"ანრი, მართლა ბასტი-ბუბუს ნუ დაემსგავსე",- აკამთი ბესლეიასა და ოხანაშვილს შორის

12 დეკ 201910:51
3 წუთის საკითხავი
 
4jbnj6qp5qvw3gu.jpg

"ანრი, მართლა ბასტი-ბუბუს ნუ დაემსგავსე", - ასე მიმართა რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს.

დაპირისპირება ბესელიას მოთხოვნაზე ოხანაშვილის უარმა გამოიწვია. პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი ითხოვს კენჭიყრამდე მოსამართლეობის კანდიდატებზე მოსაზრებების დასაფიქსირებლად დროის გამოყოფას,  რის საშუალებასაც ოხანაშვილი მას არ აძლევს და მოითხოვს ნორმის დასახელებას, თუ რა ნორმა აძლევს მას ამის უფლებამოსილებას. 

"ნუ დაამძიმებ ისედაც გამწვავებულ სიტუაციას, არ სჭირდება ამას გამწვავება, თქვენ ეტყობა ვერ აცნობიერებთ რა ხდება ქვეყანაში",-მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს და მმართველ გუნდს.

ბესელია სხდომის დაწყების პირველივე წუთიდან მოითხოვდა სხდომის გადადებას, რადგან მისი თქმით ის კანონის დარღვევით ტარდება.


close დახურვა