logo
ENG



"არანაირი ოპოზიცია, არანაირი არჩევანი" - მიშელი პუტინს არჩევნებში გამარჯვებას "ულოცავს"

15 მარ 202415:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/15/whpqsu5e7jemm7q.jpg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთში დაწყებულ საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ვლადიმერ პუტინს "გამარჯვებას ულოცავს".

მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს დღეს დაწყებულ არჩევნებში მიღწეული დიდი გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია. არანაირი თავისუფლება. არანაირი არჩევანი", - წერს მიშელი X-ზე.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო - ხმის მიცემა 15 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რუსეთის ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი მოქმედებს, რომლებიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი.

არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს და მათ შორისაა ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით იყრის კენჭს. პუტინის კონკურენტებმა უარი თქვეს თავიანთ კამპანიაში საჯაროდ გაეკრიტიკებინათ მოქმედი პრეზიდენტი. ამასთან, რუსეთის ცესკომ არც ერთი ოპოზიციონერი ან ანტისაომარი პოზიციის მქონე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.


close დახურვა