logo
ENG



"არაჩვეულებრივი იქნებოდა" - ბესელია ენმ-სა და კოალიცია ცვლილებისთვის შესაძლო გაერთიანებაზე

17 სექ 202409:33
3 წუთის საკითხავი
 

პარტია სამართლიანობისთვის ლიდერის ეკა ბესელიას შეფასებით, "არაჩვეულებრივი იქნებოდა", თუ ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის წინასაარჩევნოდ გაერთიანდებიან.

ფორმულას გადაცემა გაიღვიძე საქართველოს ეთერში ბესელიამ თქვა, რომ ამ ორი კოალიციის ამომრჩეველი ახლოს არის ერთმანეთთან, მათი გაერთიანება კი მხარდამჭერებს გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს.

"ეს იქნებოდა არაჩვეულებრივი. მე ცოტა რთულად ვუყურებ, რომ ყველა ერთად, ერთი სიით გამოვიდეს, მგონია, რომ ეს პროცესი ვერ შედგება დროისა და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, თუმცა, ის ვერსია, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის (ნომერი 4) გაერთიანდება, აქაც შეიძლება დავინახოთ ბუნებრივი და გასაგები შინაარსის გადაწყვეტილება.

თუ იქ მოხდება ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, კარგი იქნება, იმიტომ, რომ მათი ამომრჩეველი, მგონია, რომ ერთ ველზეა, ახლოს არიან ერთმანეთთან. ეს გაუადვილებდა ამომრჩეველს არჩევანს. თუმცა, თუ ეს არ გამოვა, ვფიქრობ, იქ მაინც გარკვეულია ყველაფერი", - თქვა ბესელიამ.

ბესელიამ, ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანების მნიშვნელობას.

გუშინ, 16 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე და გახარია წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში მიიწვია. კონსულტაციები დღეს უნდა გაიმართოს.


close დახურვა