logo
ENG



"არჩევნები აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი" - პრეზიდენტი ბორელს შეხვდა

15 ივნ 202420:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/15/11e979xua4i0oeo.png

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს შეხვდა. შეხვედრა შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შედგა.

როგორც ზურაბიშვილი წერს, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.

"უკრაინის მშვიდობის სამიტზე მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ჯოზეფ ბორელთან, განსაკუთრებით, საქართველოსათვის ამ კრიტიკულ მომენტში.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციას. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ღირებულებებისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებას.
 
ჯოზეფ ბორელთან ვისაუბრე ასევე, ქართული ქარტიის შესახებ, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის რეკომენდაციებს და საქართველოს გზამკვლევს წარმოადგენს", - დაწერა პრეზიდენტმა.

close დახურვა