logo
ENG



"არ მინდა პარტიისთვის მუშაობა, მხარდამჭერიც რომ ვიყო" - TV იმედს ჟურნალისტი ტოვებს

16 ოქტ 202311:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/16/3vis5z3m06c51p2.jpg

ტელეკომპანია იმედს ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე ტოვებს. ქეთი ფარცხალაძე იმედის კვირაში კულტურის ამბებს აშუქებდა.

როგორც ის Facebook-ის პოსტში წერს, უთხრეს, რომ "მოუწევდა პოლიტიკურ თემებზე მუშაობაც".

"საარჩევნო წელი დაიწყო, პოლიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა. მითხრეს, რომ პოლიტიკურ თემებზეც მომიწევდა მუშაობა. მე არ მინდა, ჟურნალისტიკიდან რომელიმე პარტიისთვის მუშაობა, ამ გუნდის მხარდამჭერიც რომ ვიყო, როგორც მოქალაქე. ახალს არაფერს ვამბობ, არხს გაცხადებული აქვს სარედაქციო პოლიტიკა.

მივდივარ სახლში. მივდივარ მადლიერებით ხელმძღვანელების მიმართ - შესაძლებლობებისთვის, მხარდაჭერისთვის, ამ დრომდე შენარჩუნებისთვის... გულისწყვეტითაც მივდივარ… გზა გამოჩნდება!", - წერს ფარცხალაძე. 

 


close დახურვა