ევროლიგის მე-3 ტურში "ბასკონია," რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ლიდერი, თორნიკე შენგელია იცავს, სტუმრად "ფენერბაჰჩეს" დაუპირისპირდა და 87:80 დამარცხდა.
შენგელიამ პარკეტზე 24 წუთი გაატარა. ამ პერიოდში 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ორივე გუნდის შემადგენლობაში კი საუკეთესო ფენერბაჰჩეს ფრანგი ლეგიონერი, ნანდო დე კოლო იყო, რომელმაც 39 ქულის მოგროვება შეძლო. 3 ტურის შემდეგ "ბასკონიას" 1 მოგება აქვს და მე-13 ადგილს იკავებს.
25 ოქტომბერს გუნდი"ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს.