logo
ENG



"გავხსნათ ქვეყანა" - გირჩის ლიდერმა დაუმორჩილებლობის ნიშნად, ბარი "ჯაფარასთან" გახსნა

13 თებ 202119:17
3 წუთის საკითხავი
 
"გავხსნათ ქვეყანა" - გირჩის ლიდერმა დაუმორჩილებლობის ნიშნად, ბარი "ჯაფარასთან" გახსნა
ფოტო: ვახო ქარელი

"გავხსნათ ქვეყანა" - გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბარი გახსნა. როგორც ცნობილია, მისი გახსნა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენაა მიმართული. 

პოლიტიკოსმა ბარს - ჯაფარასთან დაარქვა. მისი თქმით, ბარის გახსნა პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტია და ის ღამის საათებშიც იმუშავებს. 

"გეპატიჟებით ყველას, ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა", - წერია ღონისძიების ანონსში. 

ფოტო: ვახო ქარელი

 

 


close დახურვა