logo
ENG



"გამაოგნებელ რამეს მთხოვდნენ" - კობახიძე ისევ სატელეფონო საუბრებს ახსენებს

08 აპრ 202323:27
3 წუთის საკითხავი
 
"გამაოგნებელ რამეს მთხოვდნენ" - კობახიძე ისევ სატელეფონო საუბრებს ახსენებს
ქართული ოცნება

ართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კვლავ "სატელეფონო საუბრებს" ახსენებს და აღნიშნავს, რომ მისგან "კონსტიტუციის დარღვევას ითხოვდნენ". მანამდე კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სასამართლოს ე.წ. კლანის წევრების მიმართ დაწესებულ სანქციებზე საუბრობდა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ისევ აკონკრეტებს ვისზე საუბრობს და რას გულისხმობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის დრო, შეიძლება, მომავალში დადგეს.

"ჯერ არ დავაკონკრეტებ შინაარს, ვინ იყო და რას ითხოვდა. შემოვინახავ ამას ჩვენს არსენალში, მაგრამ რეალურად იყო სატელეფონო საუბრები, ჩემთან მაგალითად. ისეთ რამეს ითხოვდნენ, რაც იყო გამაოგნებელი ჩემთვის. ჩემგან ითხოვდნენ ძალიან უხეშ დარღვევას - მაგალითად კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ასე შემდეგ. ითხოვდნენ ამას უხეშად, პოლიტიკური ინტერესებისთვის. ვიღაცას ჰქონდა რაღაც პოლიტიკური ინტერესი და ჩემგან ითხოვდა კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, სასამართლო სისტემას ეხებოდა ეს. ერთ-ერთი გახმაურებული საქმე იყო მათ შორის", - ამბობს კობახიძე.

***

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

ამავე დღეს კობახიძემ თქვა: "სხვა თემებიც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან". 

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

 

 


close დახურვა