logo
ENG



"დაავალე მიშას" - ნაციონალური მოძრაობა ახალ კამპანიას იწყებს

15 სექ 202015:44
3 წუთის საკითხავი
 
3jztbka6e4hpa8q.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ კამპანიას იწყებს, რომელსაც "დაავალე მიშას" ერქმევა. 

როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, პარტიისთვის მნიშვნელოვანია, თუ რა მოლოდინები აქვს ხალხს ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატისგან. მისი თქმით, ენმ-ის ყველა მაჟორიტარი სათითაოდ მივა და იმ პრობლემებს მოისმენს, რომლებიც ხელისუფლების შეცვლისთანავე უნდა გადაიჭრას.

"ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ნაციონალური მოძრაობისგან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და ასევე უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ უშუალოდ ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატისგან. ჩვენი მაჟორიტარები შემოივლიან ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, ყველა რაიონს, შეგხვდებიან თითოეულ თქვენგანს და უშუალოდ თქვენგან მიიღებენ იმ დავალებებს, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.

ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თქვენი დავალებები იქნება ის გზამკვლევი, რომლითაც უნდა დავიწყოთ იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც დღეს თქვენ გაწუხებთ", - განაცხადა უდუმაშვილმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილია. 


close დახურვა