Evolution Georgia-ს თანამშრომლები კომპანიას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. დასაქმებულები დაფიცებულები არიან. პროტესტი მენეჯერების შიდა მიმოწერის გასაჯაროების შემდეგ გამწვავდა, სადაც თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება იკითხება. კომპანიაში ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად მიუღებელია და დაწყებულია მოკვლევა. გაფიცულები სამართლებრივ ბრძოლასთან ერთად აქციასაც აანონსებენ.