logo
ENG



"ეზოში შემომივარდა ვიღაც პირბადით და გინება დაიწყო" - აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი

11 მაი 202401:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/11/qb7x7b0e1gcy2w2.jpg

აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეზოში უცნობი პირი დახვდა და გინება დაუწყო.

"ეზოში შემომივარდა ვიღაცა გასიებული ნაბი*ვარი პირბადით, ლუკა ხარო? კი მეთქი და გინება დაიწყო. ჩემი ძმა 3 საათზე მეტია გაუჩინარებულია", - წერს ნაცვლიშვილი.

უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიციურად და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს სადარბაზოებთან ხვდებიან, აგინებენ და თავს ესხმიან.  


close დახურვა