გავრცელდა ძალადობის შემცველი ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ ანაფორაში ჩაცმული პირი სასტიკად უსწორდება მეორე პირს, რომელსაც ასევე ანაფორა აცვია. უცნობია ეს ადამიანები მსახურობენ თუ არა ეკლესიაში დღეს. თუმცა მასალაში მესამე ადამიანიც ჩანს, ის მოძალადეს მამაოთი მიმართავს, დანაშაულის შემცველ კადრებს ტელეფონით იღებს და ფიზიკურ ძალადობას საკუთარი თვალით უყურებს, მაგრამ არაფერს აკეთებს.