logo
ENG



"თორნიკე მონა რიჟვაძე" - ხოშტარიამ ბათუმში დაკავებულების მხარდაჭერის ნიშნად ბუშტები გაუშვა

02 დეკ 202017:02
3 წუთის საკითხავი
 

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ ბუშტები გაუშვა წარწერით "თორნიკე მონა რიჟვაძე". 

ხოშტარიამ ამით ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

"რა სტანდარტი გვაქვს. გარდა იმისა, რომ სასაცილოა, ბათუმში იჭერენ ბუშტის გამო და აქ ბუშტის დაჭერა თურმე შეიძლება. ამიტომ ჩვენ ახლა გავუშვებთ ბუშტებს წარწერით "თორნიკე მონა რიჟვაძე" - თქვა ხოშტარიამ.

ბათუმში ბოლო 3 დღეში რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს იმის გამო, რომ მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის კაბინეტის ფანჯრებთან ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს წარწერით "თორნიკე, მონა". "თორნიკე, დაელაპარაკე ხალხს". ბათუმში შეკრებილები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს 24 დღეა, აპროტესტებენ, ბოლო რამდენიმე დღე კი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 


close დახურვა