logo
ENG



"იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონი ზედიზედ მეცხრედ გახდა

27 ივლ 202012:15
3 წუთის საკითხავი
 

 იტალიის სერია ა-ს 36-ე ტურის შეხვედრაში, ტურინის "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე "სამპდორია" 2-0 დაამრაცხა და იტალიის ჩემპიონობა ზედიზედ მეცხრედ მოიპოვა.

ტურინელთა შემადგენლობაში სეზონში 31-ე ბურთი გაიტანა კრიშტიანუ რონალდუმ, რაც "ბებერი ქალბატონების" მოთამაშეებს შორის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია. ტურინული გრანდისთვის ეს ზედიზედ მოპოვებული მეცხრე ჩემპიონობაა, რომელიც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე ხანრგძლივი სერიაა.

"იუვენტუსი| იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტულის მფლობელია, ბებერმა ქალბატონმა სერია ა 36-ედ მოიგო. 


close დახურვა