logo
ENG



"იძალადეს ადამიანზე, არასრულწლოვნების თანდასწრებით" - ენმ-ის წევრის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

09 მარ 202308:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/09/4zlijws4evvjjy4.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრის ბესო გაზდელიანის და პოლიტიკოსის 10-მდე ნათესავის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

როგორც ოპოზიციონერის ოჯახის წევრი ფორმულასთან საუბარში ამბობს, ჩხრეკის დროს პოლიციელებმა არასრულწლოვნების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ბესო გაზდელიანის სიძეს.

სახლების ჩხრეკის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია. 

"დაახლოებით 6 საათი იყო, უფრო 6-ის ნახევარი, ვარკეთილში, კალაუბნის ქუჩაზე კერძო სახლი გვაქვს და იქ შემოიჭრნენ, 6 მანქანა იყო, 50-მდე ადამიანი იარაღებით, მესმოდა ყვირილი, ჩემი ძმას და მის არასრულწლოვან შვილს იარაღი დაუმიზნეს და გავედით ყველანი გარეთ. კერძო სახლი გვაქვს და დიდი ეზო, ეზოში ვითომ რაღაცას ეძებდნენ, თუმცა რას ეძებდნენ, ეგეც საკითხავია. ერთ ოთახში ჰყავთ გამოკეტილი ბავშვები, არასრულწლოვანი 3 ბავშვი, ტელეფონები ჩამოართვეს და ბიძაჩემი, რომელიც ცალკე ჰყავთ ოთახში გაყვანილი დაახლოებით 4 ფორმიან კაცს... არაფერს არ იძახიან, ბავშვები არიან სტრესის ქვეშ. ეს არის სრული უსამართლობა და კანონდარღვევა, არასრულწლოვან ბავშვებს რომ ასეთი სტრესის ქვეშ აყენებენ", - აცხადებს თამარ გაზდელიანი.


close დახურვა