პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ამბობს, რომ დროას ლიდერთან, ელენე ხოშტარიასთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად და მოსანახულებლად მივიდა.
"უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა ჰქონდა თუ არა ყველა პირობა. აქ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, გამოყენებული იქნება მისი მომსახურებაც. მაინტერესებდა აკლდა თუ არა პირობები ან ა.შ. ყველაფრით არის კმაყოფილი, ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება", - ამბობს კუჭავა.
მისივე თქმით, ხოშტარიასთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა სხვა საკითხებზე არ უსაუბრიათ.
ხოშტარია მესამე დღეა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ოთახში შიმშილობს. იგი აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტs, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.