მმართველი პარტიის დეპუტატები ბერა ივანიშვილის განცხადებებს არათუ უბრალოდ ამართლებენ, არამედ ამბობენ რომ ივანიშვილი არის მსხვერპლი და ამ ოჯახმა ბევრი გადაიტანა. ზოგმა ჩანაწერს ფაბრიკაცია ისევ უწოდა, არადა ერთადერთი რაც ბერა ივანიშვილმა ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით უარყო ეს ღარიბაშილისთვის მის მიერ წოდებული მეტსახელია. მას ერთხელაც არ უთქვამს რომ ჩანაწერი ნამდვილი არაა. უფრო მეტიც განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, პასუხს ახლაც მოსთხოვს.
"მეც ასე მოვიქცეოდი" - "ქართულ ოცნებას" ახალი მესიჯბოქსი აქვს
10 მარ 202113:16
3 წუთის საკითხავი