logo
ENG



"მე არავის კადრი არა ვარ საკუთარი თავის გარდა" - გვარამია

23 ოქტ 202316:11
3 წუთის საკითხავი
 

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ინფორმირებული არ არის ნაციონალურ მოძრაობაში ბორდის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ ის არავის კადრი არ არის. ამის შესახებ მან ფორმულასთან ისაუბრა.

"ამაზე არ გვისაუბრია იმიტომ, რომ მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ბორდი, შესაბამისად, მისი თავმჯდომარე ვერ ვიქნები და არც ვიქნები. რაც შეეხება კადრს, კარგია, რომ ფორმულა მისვამს შეკითხვას კეზერაშვილზე, ეს გამბედაობა სწორია. მე არავის კადრი არა ვარ, საკუთარი თავის გარდა", - ამბობს გვარამია.

დღეს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ პარტიაში ბორდის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ არ იქნება იქ, სადაც "არაფორმალური მმართველობა" იარსებებს.

"ჟურნალისტები მეკითხებიან პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობა არარსებობაზე, რაზეც მინდა საჯაროდ ვთქვა ჩემი პასუხი:

არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა.

სადაც არსებობენ ეს ადამიანები, არსებობს საზოგადოებაში მათი უმძიმესი რეპუტაციული პრობლემები, სადაც არსებობს მათი გავლენა პროცესზე - მათი დრომოჭმული და საზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებული ხედვები, ვერასოდეს მოვა გამარჯვება", - თქვა მელიამ.

მან დაწერა, რომ გამოიყენებს "სწორ ადამიანებთან, სწორი მიზნის გარშემო ერთობის და გამარჯვებისათვის ბრძოლის ყველა შანსს". მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთადერთი პირობა აქვს - "პარტიაში არაფორმალური მმართველობის დასრულება".


close დახურვა