logo
ENG



"მთავარი არხის" ჟურნალისტი: გამომძიებელმა წყაროს მიერ მოწოდებული ტელეფონის მიტანა მოგვთხოვა

21 აგვ 202011:35
3 წუთის საკითხავი
 

მთავარი არხის ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მივიდა. მისი განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარება "მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომელიც შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიმოწერას ეხება.

გიგლა თუმანიშვილის თქმით, აღნიშნული მიმოწერები იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც 5 ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

"გუშინ დაგვირეკა შს სამინისტროდან ერთ-ერთმა გამომძიებელმა და გვითხრა, რომ 'მთავარ არხზე' გასული სიუჟეტის გამო, რომელიც გიორგი შაქარაშვილის ერთ-ერთი მთავრი მოწმის მიმოწერებს ეხებოდა, უნდა მივსულიყავით საგამოძიებო ორგანოში და მოგვეტანა ტელეფონი, რომელიც ჩვენმა წყარომ მოგვიტანა. 

მოვისმენთ გამომძიებლის კითხვებს და ჩვენი მორალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მივცემთ ჩვენებას. საკმაოდ საინტერესო მიმოწერაა, ეს უკავშირდება ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც ნახალოვკის დაჯგუფების ხუთ წევრს ბრალი დაუმძიმდა", - განაცხადა გიგლა თუმანიშვილმა.  

ტელეარხის ცნობით, მათ ხელთ ჩაუვარდათ ტელეფონი, რომელიც, მათივე წყაროს ინფორმაციით, ამირხანაშვილს გამომძიებლებმა მისცეს და ის მხოლოდ ოპერატიულ თანამშრომლებთან კონტაქტისთვის უნდა გამოეყენებინა. "მთავარის" სიუჟეტის მიხედვით, სწორედ ამ ტელეფონში იყო შემორჩენილი SMS მიმოწერა, რომელშიც მხარეები შაქარაშვილის საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. მიმოწერის მიხედვით, sms-ების ერთ-ერთი ავტორი, რომელიც, არხის ვარაუდით, ამირხანაშვილია, დირექტივებს იღებს, თუ როგორ მოიქცეს.


close დახურვა