"ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს საბჭოს” ბიზნესის განვითარების საბჭოს ინიციატივით გამოდის. ბიზნეს გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საბჭო მთავრობის წევრებისგან და 3 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან უნდა დაკომპლექტდეს.
"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნულმა საბჭომ უნდა შექმნას ეკონომიკის სტიმულირებისა და განვითარების გეგმაც. ამასთან, ჭუმბურიძე ყურადღებას ამახვილებს StopCov ფონდში გადარიცხული თანხების ხარჯვის გამჭვირვალობაზეც.
"3 მილიარდ დოლარიანი დახმარება, რომელიც საქართველომ მიიღო, გრძელვადიანი ვალია და ის მიზნობრივად და გამჭვირვალედ უნდა დაიხარჯოს. ბიზნესის განვითარების საბჭოს მართავში უნდა გადავიდეს StopCov ფონდში შეგროვილი რესურსიც, რომელიც კონკრეტული სექტორების განვითარებას უნდა მოხმარდეს“, - განაცხადა ჭუმბურიძემ გადაცემაში "კორონომიქსი".
რაც შეეხება მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას, მას ჭუმბურიძე შემდეგნაირად აფასებს:
"ნუ იწყენს ამ ნამთქვამს მთავრობა, მაგრამ მინისტრებს პრემიერისთვის მსგავსი პაკეტი არ უნდა წარედგინათ.
საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი მცირე და საშუალო ბიზნესია, სადაც ჩვენი დასაქმებული მოქალაქეების თითქმის 50% საქმიანობს. თითოეული სამუშაო ადგილი საფრთხის წინაშეა, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესმა სრულად შეწყვიტა საქმიანობა. მთავარია, რომ სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ. მცირე ბიზნესში ხელფასები 500-დან 1000 ლარამდეა და ეს ნიშა უნდა შევინარჩუნოთ", - ამბობს ჭუმბურიძე.