logo
ENG



"მობრძანდით და ნახავთ" - ოცნებაში არ ამბობენ, დაესწრება თუ არა ივანიშვილი სიის წარდგენას

10 სექ 202013:17
3 წუთის საკითხავი
 
qwz9w5po3nruafq.jpg

დღეს, 10 სექტემბერს, ქართული ოცნება პროპორციული სიის ოცეულს ოფიციალურად წარადგენს, თუმცა უცნობია, დაესწრება თუ არა ღონისძიებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ამ საკითხზე დასმულ კითხვაზე, პარტიის პრესსამსახურში ფორმულას უთხრეს: "მობრძანდით და ადგილზე ნახავთ, ვინ იქნება".

დღეს, 20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს მომავალ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. წარდგენა  მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

 


close დახურვა