კიდევ ერთი ნაბიჯი უკან ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, ქართულმა ოცნებამ ევროკომისიიდან გამოგზავნილი გამაფრთხილებელი წერილი დამალა და კრიტიკის მიუხედავად, მესამე მოსმენით კომიტეტზე მიიღო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები. პროექტი მიუღებელია მედიისთვის, ოპოზიციისთვის, სპეციალისტებისთვის. მედიამენეჯერები დევნის და ზეწოლის რისკების გაზრდაზე ლაპარაკობენ. ევროკომისია ოცნებას ცვლილებებზე დაფიქრებას და 6 თვით გადავადებას ურჩევდა, მაგრამ ამის საპირისპიროდ, მმართველმა გუნდმა სამუშაო შეხვედრების გარეშე, პროექტი კომიტეტებში უკვე დაამტკიცა.
"ოცნების" მიერ დამალული გამაფრთხილებელი წერილი
19 დეკ 202220:35
3 წუთის საკითხავი