სანქციების შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. ივანიშვილის პოლიტიკა ფინანსურ სისტემას უდიდეს რისკს უქმნის. კომერციულმა ბანკებმა შეერთებული შტატების სანქციები უნდა აღასრულონ, მაგრამ ეროვნული ბანკი მოუწოდებს, მისი რეგულაციით იხელმძღვანელონ. ეს განკარგულება თურნავამ ჯერ კიდევ მაშინ აამოქმედა, როცა ფარცხალაძეს დაუწესეს სანქციები. ეროვნული ბანკის შექმნილი მექანიზმი ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, გვერდი აუაროს საერთაშორისო სანქციებს. როგორ იქცევიან შექმნილ ვითარებაში კომერციული ბანკები.