logo
ENG



"ოცნების" 12 წელი

01 ოქტ 202420:05
3 წუთის საკითხავი
 

შეუსრულებელი დაპირებები, ძალადობა, რეზონანსური საქმეები, მასობრივი დარბევები, გაუარესებული სოციალური მდომარეობა, ემიგრაციის დრამატული ზრდა, შეცვლილი საგარეო კურსი, მორღვეული უსაფრთხოება, საქართველოს დაშლისკენ მიმართული ნაბიჯები, იზოლაცია, სანქციები, ავტორიტარიზმი - ქართული ოცნების მმართველობის შედეგები. ზუსტად 12 წლის წინ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა.

 

12 წლის შემდეგ ხელისუფლება ხალხს არაფერს ჰპირდება. ყველა დაპირებას ფასი აქვს დაკარგული. ამ ფონზე ივანიშვილი ხალხს ახალ მანდატს სთხოვს, ქვეყნის მართვის გასაგრძელებად და ერთადერთ რამეს ეუბნება, რომ ბოლომდე გაანადგურებს დემოკრატიას და დაამყარებს დიქტატურას. ქართული ოცნების ხელწერა მოსახლეობის დაშინება გახდა. 


close დახურვა