logo
ENG



"რეალი" და "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ

08 აგვ 202000:18
3 წუთის საკითხავი
 
ql8p3yncnovyq71.jpg

კორონავირუსით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ,  7 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩებით განახლდა.

ტურის ცენტრალური მატჩი მანჩესტერში, "ეტიჰადის" სტადიონზე ჩატარდა, სადაც მანჩესტერ "სიტიმ" სამეფო კლუბი ( მადრიდის "რეალი") 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელთა ორივე გატანილ გოლში დიდი წვლილი მადრიდელთა მცველმა - რაფაელ ვარანმა შეიტანა, რომელმაც საკუთარ საჯარიმოში ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ორივე ძვირად დაუჯდა. 

რაც შეეხება მეორე მატჩს, ტურინში "იუვენტუსმა" "ლიონს" უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა, თუმცა ეს გამარჯვება მათ არ ეყოთ და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ჩარჩნენ. მასპინძელთა მხრიდან ორივე გოლი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა, რომელიც ამ გატანილი გოლებით "იუვენტუსის" ისტორიაში, პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში 37 გოლის განატა მოახერხა. 

1/4 ფინალში ერთმანეთს სწორედ "სიტი" და "ლიონი" დაუპირისპირდებიან. 


close დახურვა