logo
ENG



"რისი იმედიც შეიძლება, არ ჰქონდეს, არის პროკურატურა" - კობახიძე ზურაბიშვილს ემუქრება

18 ოქტ 202313:07
3 წუთის საკითხავი
 
"რისი იმედიც შეიძლება, არ ჰქონდეს, არის პროკურატურა" - კობახიძე ზურაბიშვილს ემუქრება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "კონსტიტუციის კიდევ ერთხელ დარღვევის შემთხვევაში" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ემუქრება.

მისი თქმით, "დარღვევის შემთხვევაში", შესაძლოა, გამოძიებაც დაინტერესდეს. კობახიძე მიუთითებს, რომ "ზურაბიშვილს რისი იმედიც შეიძლება, არ ჰქონდეს, არის პროკურატურა".

"რა იქნება მომავალში? ვერ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილი კვლავაც განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას... ალბათ, განაგრძობს, რა შეუშლის ხელს? აქამდეც იცოდა, რომ კონსტიტუციას უხეშად არღვევდა, პირდაპირ თვითონ აქვს აღიარებული, ხვალაც წავა, დაარღვევს, რა შეუშლის ხელს? ნაცმოძრაობის იმედი კვლავაც აქვს, ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება. მე არ ვიცი, სამართლებრივად უცბად გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ საკონსტიტუციო გადაწყვეტილების ფონზე სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება უკვე იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, თუმცა მე გამიჭირდება ამაზე საუბარი", - თქვა კობახიძემ პარლამენტში.

კობახიძის ამ განცხადებას სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა და თქვა, რომ პროკურატურის ხსენება მას არ შეაშინებს.

ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს.


close დახურვა