logo
ENG



"რუსეთი შეჩერდება იქ, სადაც შევაჩერებთ, ჩირგვში ჯდომა არ გამოვა" - ფილატოვი ოცნებას

20 იან 202315:28
3 წუთის საკითხავი
 

დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და თქვა, რომ "რუსეთის შეჩერდება მხოლოდ იქ, სადაც შეაჩერებენ, ამიტომ, ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩირგვში იჯდება თუ უკრაინა დაეცემა".

როგორც მან ფორმულას ეთერში თქვა, "ძალიან ძნელია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციის ახსნა".

"არ მინდა ჩავანაცვლო ჩვენი პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება. ვისაუბრებ, როგორც კერძო პირი, უბრალოდ ადამიანი. ძალიან გულს მტკენს, როდესაც ვაკვირდები საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. საქართველო გახლავთ არა მხოლოდ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, არამედ ქართველები არიან ჩვენი ძმები და იცით, რომ ძალიან დიდი რაოდენობა ქართველებისა იბრძვის უკრაინელების გვერდით, ეხმარებიან ჩვენს არმიას, იღუპებიან უკრაინისთვის, საქართველოსთვის. ჩემთვის ძალიან ძნელია ავხსნა პოზიცია ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლებისა. შეიძლება ეს იყოს შიში, სურვილი, რომ სადღაც ჩირგვში ჩასხდნენ, შეიძლება ეს იყოს რაღაც ეკონომიკური შეთანხმებები, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ილუზია. თუ ფიქრობენ, რომ სადღაც თავშესაფარში იჯდება საქართველოს ხელისუფლება თუ უკრაინა დაეცემა, საქართველო შემდეგი იქნება. თავშესაფარში, ჩირგვში ჯდომა არ გამოვა, ამიტომაც უნდა გაიგონ ჩემი ხმა და გაიგონ, რომ ეს არის ილუზია. რუსეთი შეიძლება შეჩერდეს მხოლოდ იქ, სადაც შევაჩერებთ, არ გამოვა თავშესაფარში ჯდომა", - ამბობს ფილატოვი. 


close დახურვა