პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში საქართველოს მოქალაქეები შეძახილებით დახვდნენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია, Promote Georgia-ის წევრები და სკანდირებდნენ: "რუსო", "მონებო", "საქართველო ევროპაა" და ა.შ. კადრებში ჩანს, რომ პოლიციას ერთ-ერთი მოქალაქე ტერიტორიიდან გაჰყავს და სავარაუდოდ, აკავებს.
საქართველოს მოქალაქეებმა პროტესტი გამოხატეს ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტის პარალელურადაც - 9 ივნისს ბერლინში ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის დროს, ისინი კანცლერის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ "რუსული მთავრობა", "დაასანქცირეთ ივანიშვილი", "საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები!". თუმცა მთავრობის ადმინისტრაციამ ფეისბუქზე დადო ვიდეო, რომელშიც აქტივისტები არ ჩანან და არც მათი ხმა ისმის.