![2020/12/09/5qkxs7kavwwqxuc.png](/uploads_script3/articles/2020/12/09/5qkxs7kavwwqxuc.png)
ლოტბარი, ანსამბლ გორდელას დამფუძნებელი თემურ ქევხიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ლოტბარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ანსამბლ უნისონის ხელმძღვანელმა ზურაბ ბაკურაძემ Facebook-ზე დაწერა.
"მაესტრომაც დაგვტოვა", - წერს ბაკურაძე.
თემურ ქევხიშვილი ანსამბლ გორდელას ერთ-ერთი დამაარსებელია. იგი იყო ანსამბლ რუსთავის სოლისტი.
2013 წელს ფონდმა "ქართული გალობა" საუკუნის ხმის წოდება მიანიჭა. იყო საქართველოს სახალდო არტისტი, ღირსების ორდენისა და სახელმწიფო პრემიის მფლობელი.