პროევროპული მარშის, "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.
თავისუფლების მოედანზე, გამომსვლელების მიმართვების შემდეგ, აქცია-კონცერტია დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას არაერთი ქართველი მუსიკოსი მიიღებს.
სახალხო მარში თბილისში, 5 ლოკაციიდან დაიძრა. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლების ქუჩაზე, 300 არაგველის ობელისკთან, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ.
მსვლელობას, მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მათ შორის კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის, ძლიერი საქართველოსა და ფედერალისტების წევრები.