logo
ENG



"სექსუალური ჯანმრთელობის საკითხები განათლების სისტემაში" - PHR-მა ​სასამართლოს მიმართა

09 ივლ 202118:42
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/09/6vprpd11xdjgxf3.jpg

PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ბავშვის ასაკის შესაბამისი, ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანისა, და სწავლების, როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილის შესახებ.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა არ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბავშვის პირადი სივრცე და უსაფრთხოება, ასევე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და მისი პრევენცია.

"ბავშვებს არ აქვთ წვდომა სამეცნიერო მტკიცებულებებზე და ბავშვთა უფლებებზე. ამ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ბავშვები ხშირად ვერ აფასებენ ფაქტებს სწორად და მათ მიმართ სექსუალური ძალადობის რისკები იზრდება.

აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მიმართებაში, რადგან ისინი დამატებით დაბრკოლებებს აწყდებიან რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობისას.

სწორედ ამიტომ PHR-მა, როგორც სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციამ, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით რომლითაც ითხოვს:

დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018-2024 წლების ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანის და სწავლების დანერგვას, რომელიც გაითვალისწინებს ბავშვის ასაკს და დაფუძნებული იქნება ბავშვის უფლებებსა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე", - აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა