logo
ENG



"სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს" - უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია

27 იან 202220:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/27/6ek3hn0f1zvwqke.jpg

სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია გავრცელდა, რომლის ავტორიც პარტია დროაა. პეტიციის ტექსტი დროას მიერ დღეს წარდგენილ რეზოლუციას ემთხვევა და მასზე ხელის მოწერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. 

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენაზე მუშაობდა, თუმცა განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ არსადაა ნახსენები რუსეთი და მისი აგრესია, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. სწორედ ამის შემდეგ შეიმუშავა დროამ ცალკე რეზოლუცია

"ვაცხადებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სეპარატისტული რეგიონების შეიარაღება, წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას, ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელს კონტინენტზე;

ასევე ვაცხადებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;

მივიჩნევთ, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების უმთავრესი საზრუნავი;

მივიჩნევთ, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის და ასევე, ევროპის კონტინენტზე გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა;

სოლიდარობას ვუცხადებეთ მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს", - წერია პეტიციაში. 

ეტიციაზე ხელის მოსაწერად გადადით ამ ბმულზე


close დახურვა