logo
ENG



"ქართული ოცნება" პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის წინააღმდეგ

17 იან 202320:05
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გამო ოცნება პოლონეთთან ურთიერთობის გაფუჭებასაც არ ერიდება. უცნობია, რა გაგრძელება მოჰყვება სეიმის  ვიცე-სპიკერის სკანდალურ განცხადებას. სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში მალგოჟატა გოშევსკა თქვა, რომ მას საქართველოში არშემოშვებით ემუქრებიან თუ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბარს გააგრძელებს. ამბობს, რომ გაფრთხილება საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ მიღებაზე მოისმინა. საგარეო უწყებიდან დუმილია, მაგრამ აქტიურობს წულუკიანი. გოშევსკა სააკაშვილის მოსანახულებლად ორჯერ არ შეუშვეს, "ქართველი ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ყოფილი პრეზიდენტი, არ შევეგუოთ ამას." - თქვა თბილისში ერთ-ერთი ბოლო ვიზიტისას პოლონელმა პოლიტიკოსმა და ივანიშვილის სანქცირებას მხარი დაუჭირა. 


close დახურვა