logo
ENG



"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მასშტაბურ ღონისძიებას აანონსებს

06 დეკ 201916:07
3 წუთის საკითხავი
 
78qb1epou0woxio.jpg

“ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასა და აქტიურობაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს მომავალი დგას ევროპულ ინტეგრაციაზე და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა თაობის მონაწილეობით, მათ წვლილი უნდა შეიტანონ საქართველოს განვითარებაში. ამიტომ,  პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს თბილისში ფართომასშტაბიან შეხვედრას გეგმავს.

ჩაკვეტაძის თქმით, ამ შეხვედრაზე ყველა რეგიონიდან ახალგაზრდების ჩამოსვლა იგეგმება. როგორც მან მედიას განუცხადა, “ქართული ოცნება” ორიენტირებულია დასავლურ კურსზე და ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებები, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და მოსაზრებებისა, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ აქციაში. ასევე მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და საპირისპირო გამოსვლებისგან.


close დახურვა