logo
ENG



"ქვეყნის სამსახურში" თელავის მერიის წინააღმდეგ

19 ოქტ 201914:18
3 წუთის საკითხავი
 
yxqx326w94z0hou.jpg

მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" წევრები თელავის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, ანტისაოკუპაციო აქციების მონაწილეებს თელავში აქციის ჩატარების უფლება არ ეძლევათ.

მერიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ აქციის ორგანიზატორებმა ისინი 5 დღით ადრე არ გააფრთხილეს. აქციის ორგანიზატორები კი ამ პასუხს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ.

მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" თელავში  ხვალინდელი შეხვედრის გამართვას მაინც გეგმავს. შეგახსენებთ, რომ თბილისში 20 ივნისის ღამის შემდეგ ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორებმა რუსთაველზე 93-დღიანი პროტესტის შემდეგ რეგიონებში გასვლა დააანონსეს. პირველი შეხვედრა თელავში ხვალ უნდა გაიმართოს.

“მერიამ არასამუშაო საათებში დარეკა და გვითხრა, რომ წერილი მზად არის. მივედი გამოვიტანე წერილი. ერთი ადამიანი იყო დარჩენილი ჩემთვის. შესაბამისად, კითხვის შებრუნების საშუალება არ მომეცა. ეჭვი მაქვს, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენთან ამაზე საუბარს, თუ გაგვესაუბრებიან კარგი იქნება მაგრამ ბუნებრივია, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას და შევიკრიბებით იქ სადაც გვინდა რამდენი ხანიც გვინდა,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.


close დახურვა